თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
ფსიქოგანათლების ცენტრი სივრცენი
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "სივრცენი" აცხადებს ვაკანსიებს ენა მეტყველების, ადრეული განვითარების, ქცევის, აკადემიურის, სენსორულ/ოკუპაციურის თერაპევტების, ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის პოზიციებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია
** წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა
** საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება
** 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება
** შემთხვევის განხილვებში მონაწილეობის მიღება
** კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი.
დამატებითი მოთხოვნები:
** უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა
** პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა
** სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა
** შემთხვევის მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა
** ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა
** ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა
მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6
სამუშაო დღეები: შაბათი-კვირა, ასევე განიხილება კვირის სხვა დღეებიც 17:00 საათიდან 21:00 საათამდე. კვირა დღეზე იმოქმედებს განსაკუთრებული ტარიფი.
სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი
შესაბამისი კანდიდატის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. მისამართზე: inspace227@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
განცხადების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026.