ოფისის მენეჯერი
დიზი ლიზინგი
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ფუნქციები და მოვალეობები:
** სათავო ოფისის და ფილიალებისა ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების კოორდინაცია.
** საკანცელარიო, სამეურნეო, და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება.
** ხელოსნებისა და მომსახურების სპეციალისტების მოძიება, გამოძახება და სამუშაოების კოორდინაცია.
** ოფისებიდან ინვენტარის გადაზიდვის ორგანიზება. ტაქსის მომსახურების მართვა და ორგანიზება.
** შემოსული და გასული წერილების მიღება, რეგისტრაცია, კოდის მინიჭება, ადრესატებისთვის გადანაწილება და არქივირება.
** ელექტრონული ფოსტის მართვა, წერილების გადამისამართება და პასუხების მონიტორინგი.
** დოკუმენტების სკანირება და ციფრულ საქაღალდეებში სისტემატიზაცია.
** საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია, გზავნილების ორგანიზება, რეესტრების მომზადება და ანგარიშ-ფაქტურების შეთანხმება.
** ნოტარიუსებთან, სააღსრულებო ბიუროებთან საგამოძიებო ორგანოებთან და სხვა კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
** თანამშრომელთა დასწრების პროგრამის კონტროლი, ტაბელების მომზადება და ხელმოწერების ორგანიზება.
** ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა დაშვების ბარათებისა და კორპორაციული ნომრების შეძენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა.
** შიდა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა.
** ჯარიმების გადამოწმება, პროგრამაში შეყვანა, არქივირება და იურისტებთან/ბუღალტერიასთან კოორდინაცია.
** მიღებული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის ორგანიზება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება.
** შრომის უსაფრთხოების პროცესების ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალისტების ვიზიტების კოორდინაცია, რეპორტების გადახედვა და თანამშრომელთა ინფორმირება/სწავლება.
** სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალებში განაწილება.
** ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) კარგი ცოდნა.
** აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** გამართული კომუნიკაციის უნარი.
გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს;
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.