ბუღალტერი
Art Ital Group · ბათუმი
რესტორნების ქსელი "Art Ital Group" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
"Art Ital Group" აერთიანებს ბათუმში მდებარე ცნობილ რესტორნებს — Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
** შესყიდვების, მიღება-ჩაბარებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** სალარო ოპერაციების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საგადასახადო და ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიაში/ფინანსებში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია: რესტორნის ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: tatia@artitaly.ge