← ყველა ვაკანსია

ფინანსური დირექტორი

Art Ital Group · ბათუმი

რესტორნების ქსელი "Art Ital Group" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ჩვენ შესახებ: "Art Ital Group" აერთიანებს ბათუმში მდებარე ცნობილ რესტორნებს — Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium. მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი; ** ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი; ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ** შემოსავლების, ხარჯების, მოგებისა და ფულადი ნაკადების კონტროლი; ** რესტორნების ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი; ** ფინანსური რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანგარიშების მომზადება; ** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობა; ** ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში; ** ფინანსურ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება; ** ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის კარგი ცოდნა; ** ბიუჯეტირების, Cash Flow-ისა და ფინანსური დაგეგმვის გამოცდილება; ** Excel-ის კარგი ცოდნა; ** სასურველია რესტორნის/HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ელფოსტა: tatia@artitaly.ge

განაცხადის გაგზავნა →