← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

Building Group 2020 · თბილისი

სამშენებლო/სარემონტო კომპანია სამშენებლო ჯგუფი 2020 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2500 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარემონტო და სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების და ფორმა 2 მომზადებაში ძირითადი მოვალეობები: სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალების ფაქტობრივი ხარჯვის გამოთვლა და აღრიცხვა;შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი და აღრიცხვა;მასალების ფაქტობრივი ხარჯვის შედარება ბიუჯეტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ რაოდენობებთან;მასალების ჩამოწერისთვის საჭირო ფორმების, ანგარიშების, უწყისებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება;მასალების მოძრაობისა და გამოყენების მონიტორინგი პროექტებისა და სამუშაოების სახეობების მიხედვით;მიღებული, გახარჯული და მარაგში დარჩენილი მასალების რაოდენობების შეჯერება;მასალების გადახარჯვის, შეუსაბამობებისა და გადახრების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მასალების რაოდენობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება;ბუღალტერიასთან თანამშრომლობა დოკუმენტაციის სიზუსტისა და მასალების დანახარჯების სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;თითოეული პროექტისთვის მასალების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;შესრულებული სამუშაოების აქტის — ფორმა №2-ის — შევსება. სასურველი კვალიფიკაცია: სამშენებლო ან/და სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო მასალებისა და სარემონტო/სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;ხარჯთაღრიცხვებთან, სამუშაოთა მოცულობების უწყისებთან (BOQ) და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;დეტალებზე ორიენტირებულობა და რაოდენობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ზუსტად კონტროლის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა; უპირატესობად ჩაითვლება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტად, ხარჯთაღრიცხვის ინჟინრად ან სამშენებლო ხარჯების კონტროლის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;შესრულებული სამუშაოების აქტების, მასალების ხარჯვის ანგარიშებისა და მასალების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შემოწმების გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შექმნილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: buildinggroup20@gmail.com ტელეფონი: +995 577 525 731

განაცხადის გაგზავნა →