ბელბოი
სასტუმრო KMM · თბილისი
KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.
KMM Hotelის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
KMM Hotelის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home
სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება)
ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: hr@kmm.ge
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა და მათი გაცილებასტუმრების ბარგის ოთახებში მიტანა / ოთახებიდან ჩამოტანასტუმრის დახმარება ლობიში ან სხვა საჭირო ადგილებშისასტუმროს სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა და სტუმრებისთვის გაზიარებაფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვაბარგის ურიკის მოვლისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
საჭირო უნარები:
ქართული ენის გამართული ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობადამატებითი უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადსასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებაკომუნიკაციის კარგი უნარიპასუხისმგებლობის გრძნობაგუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარიდეტალებზე ყურადღება
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
კვებით უზრუნველყოფაჯანმრთელობის დაზღვევაFitpassშიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობასაბონუსე სისტემასამოტივაციო აქტივობები
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.