რეგისტრატორი
სასტუმრო KMM · თბილისი
KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით.
KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი.
https://kmm.ge/en/home
სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის (Front Desk Agent) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (გაყიდვებზე დაფუძნებული)
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისადსტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფებისა და სერვისების შესახებშემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემასტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულებასასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობამომსახურების სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ პროცესებში
საჭირო უნარები:
ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნადამატებითი უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადსასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებასაოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადკომუნიკაციის კარგი უნარიპასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ყურადღებაგუნდური მუშაობის, დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
კვებით უზრუნველყოფაჯანმრთელობის დაზღვევაFitpassშიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობასაბონუსე სისტემასამოტივაციო აქტივობები
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://kmmhotel.selfrecruit.ge/s/lqH4k
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.