სამედიცინო წარმომადგენელი
ლე ლაბორატუა სერვიეს · იმერეთი
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.
სამუშაოს აღწერილობა:
** რეგიონულ მენეჯერთან შეთანხმებით ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სააფთიაქო ქსელებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქტების შესახებ ექიმებისთვის სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება;
** სამიზნე აუდიტორიასთან საპრომოციო ღონისძიებების, მრგვალი მაგიდების და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
** შესაბამის სამედიცინო მიმართულებაში სამეცნიერო სიახლეების გაცნობა და შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან მიმდინარე პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით;
** ადმინისტრაციული საქმიანობა და ყოველდღიური აქტივობების ასახვა სისტემაში;
** კომპანიის პრომოციის მიზნით აუცილებელი სხვა აქტივობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დამატებითი უნარები (Soft Skills):
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
** შედეგებზე ორიენტირებული და პროაქტიული მიდგომა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
** მოქნილობა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
კომპანია გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის ავტომანქანას (საწვავის ლიმიტით);
** პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო გამოცდილებასა და მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერას;
** შიდა ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებში მონაწილეობას;
** თანამედროვე საოფისე რესურსებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: nino.khabuliani@servier.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
საგანში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო წარმომადგენელი"
CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობისთვის.