← ყველა ვაკანსია

კონტენტ კრეატორი

კაპიტალ სქვერი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "Capital Square" ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელსაც ესმის სოციალური ქსელების (FB, IG, TikTok, Linkedin) სპეციფიკა. იცის, როგორი კონტენტი სად და როგორ მუშაობს. სამუშაო ადგილი: თბილისი; სპორტის სასახლის უკან. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:30 ძირითადი მოვალეობები ** კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) კონტენტის იდეების შემუშავება და განხორციელება; ** ფოტო და ვიდეოკონტენტის დაგეგმვა, გადაღება და დამუშავება; ** მოკლე ვიდეოების შექმნა და მონტაჟი; ** სოციალური მედიისთვის კრეატიული და საინტერესო ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა; ** ყოველთვიური კონტენტკალენდრის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** სამშენებლო პროექტების, მიმდინარე სამუშაოებისა და კომპანიის სიახლეების გაშუქებაში მონაწილეობა; ** სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნაში მონაწილეობა; ** კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმის სპეციფიკის შესაბამისად; ** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესში; ** გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** სოციალური ქსელების კონტენტფორმატებისა და სპეციფიკის ცოდნა; ** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება; ** ვიდეომონტაჟის პროგრამების (CapCut, Adobe Premiere Pro ან სხვა) ცოდნა; ** Canva-ს ან სხვა ვიზუალური კონტენტის შექმნის პროგრამების ცოდნა; ** სოციალური მედიისთვის საინტერესო და ეფექტური ტექსტების წერის უნარი; ** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების დამოუკიდებლად გენერირების უნარი; ** გამართული ქართული მეტყველება და წერა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** უძრავი ქონების, არქიტექტურის ან დეველოპერულ სექტორში კონტენტის შექმნის გამოცდილება; ** პროფესიონალური კამერითა და ვიდეოგადაღების ტექნიკით მუშაობის გამოცდილება; ** ვიდეოსცენარების შექმნისა და Storytelling-ის პრინციპების ცოდნა. გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 22 ოქტომბრამდე: Info@capitalsquare.ge ანაზღაურება: მოლაპარაკების საგანია — გამოცდილების მიხედვით.

განაცხადის გაგზავნა →