საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი
ონვეი დელივერი
საკურიერო კომპანია Onway Delivery აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** გზავნილების ჩაბარება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი მიკროავტობუსის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია თბილისის უბნების კარგი ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00) (სამუშაო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კურიერის სისწრაფეზე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამომუშავებით)
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: თბილისის კურიერი.
გისურვებთ წარმატებას!
"პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: https://onway.ge/Informed_Consent