← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

Islands Group

კომპანიის შესახებ: "Islands Group" ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას და ვარკეთილი მოლში ახალ სავაჭრო ობიექტებს ხსნის. კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მოლარე-კონსულტანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებას, პროდუქციის გაყიდვასა და სავაჭრო ობიექტების ყოველდღიურ გამართულ მუშაობას. სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებელთა კონსულტაცია და ხარისხიანი მომსახურება; ** პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა; ** სალაროსა და POS-ტერმინალის მართვა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება; ** გაყიდვების აღრიცხვა და სალაროს ნაშთის კონტროლი; ** პროდუქციის მიღება, განთავსება და სავაჭრო მარაგების მოწესრიგება; ** სავაჭრო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; ** სავაჭრო ობიექტის გახსნისა და დახურვის პროცედურების შესრულება. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი მოიცავს 6-საათიან ცვლებს: ** დილის ცვლა: 10:00-16:00; ** საღამოს ცვლა: 16:00-22:00. ცვლები თანამშრომლებს შორის ნაწილდება მონაცვლეობითი გრაფიკით. საშუალო სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 28 საათს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; ** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე ფინანსური ოპერაციების შესრულებისას; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; ** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის. პიროვნული თვისებები: ვეძებთ პუნქტუალურ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლებთან თავაზიანი კომუნიკაცია, სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და პასუხისმგებლობის აღება დაკისრებულ მოვალეობებზე. ანაზღაურება: პოზიცია ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მოქნილ, ცვლებში განაწილებულ სამუშაო გრაფიკს; ** სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის ტრენინგს; ** პროფესიული უნარების განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. განაცხადის გაგზავნა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: nikusha.q12@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "მოლარე-კონსულტანტი".

განაცხადის გაგზავნა →