← ყველა ვაკანსია

გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი

სტანდარტი +

კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება გაყიდვები, საწყობის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა; ** საწყობში არსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი; ** საჭირო პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** მომწოდებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება; ** საჭიროების შემთხვევაში შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა; ** მარაგების შევსების საჭიროების დროული განსაზღვრა. ** საჭიროების შემთხვევაში ნაშთების აღწერა ** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება ** გაყიდვების ოპერაციების ასახვა სავაჭრო პროგრამაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა; ** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. მნიშვნელოვანი: შესყიდვების განსახორციელებლად საწარმოდან გასვლა საჭირო არ არის — შეკვეთების მიღება და გაფორმება ხდება ადგილზე, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com CV გამოგზავნისას წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი". სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00 ანაზღაურება: 2000 ლარი + მთლიანი გაყიდვების 1%

განაცხადის გაგზავნა →