← ყველა ვაკანსია

მძღოლი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მძღოლის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა - 1 გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სრული ზოგადი განათლება; ** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ** მძღოლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** ქ. თბილისის ქუჩებისა და ქვეყნის მასშტაბით საგზაო მიმართულებების კარგად ცოდნა; ** აუცილებელია B და D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა, ხოლო C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** შრომისმოყვარეობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** უზრუნველყოს მუზეუმში მიმდინარე საქმიანობისთვის მოთხოვნილი და აუცილებელი სატრანსპორტო მომსახურება საქართველოს მასშტაბით; ** კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რეგულარული შემოწმება მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად; ** დროულად მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების დაზიანებასა და საწვავის დროულად მომარაგებასთან დაკავშირებით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3, ხშირად საქართველოს მასშტაბით მივლინებები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com. გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →