← ყველა ვაკანსია

გრაფიკული დიზაინერი

რუსთავის აზოტი · რუსთავი

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკული და ვიზუალური მასალების შექმნა. ** შიდა კომუნიკაციისთვის პოსტერების, ბანერების, საინფორმაციო დაფების, პრეზენტაციებისა და სხვა მასალების დიზაინის მომზადება. ** შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება. ** HR დეპარტამენტის მხარდაჭერა თანამშრომელთა ჩართულობის, ტრენინგების, ვაკანსიებისა და კორპორაციული ღონისძიებების ვიზუალური გაფორმებით. ** კომპანიის კორპორაციული პრეზენტაციების, ბროშურების, ფლაერებისა და სხვა ბეჭდური თუ ციფრული მასალების მომზადება. ** სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა. ** კომპანიის ბრენდის სახელმძღვანელოსა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა. ** ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფაილების მომზადება და სტამბებთან ან სხვა მომწოდებლებთან კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში. ** სხვადასხვა დეპარტამენტისგან მიღებული დიზაინის მოთხოვნების დამუშავება, ვადების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში ფოტოების დამუშავება, ინფოგრაფიკის შექმნა და არსებული დიზაინების განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციის ან შესაბამის სფეროში, ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება. ** გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator. ** Adobe InDesign-ის ან/და Canva-ს ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება. ** ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინის მომზადების უნარი. ** კომპოზიციის, ფერთა თეორიის, ტიპოგრაფიისა და ვიზუალური იერარქიის საფუძვლების ცოდნა. ** პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა, რომელიც ასახავს კანდიდატის პრაქტიკულ უნარებს. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი) ** ტრანსპორტირება გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →