← ყველა ვაკანსია

პადელის მენეჯერი

პადელის კლუბი დინამო თბილისი

"პადელის კლუბი დინამო თბილისი" აცხადებს ვაკანსიას პადელის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და ორგანიზებულ კანდიდატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბის სტუმრებისთვის კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნას. ძირითადი მოვალეობები: ** პადელის ჩოგნებისა და ინვენტარის გაცემა, აღრიცხვა და მკაცრი კონტროლი. ** სალარო ოპერაციების წარმოება და მომხმარებლებთან ანგარიშსწორება. ** საჭიროების შემთხვევაში, ბარში მარტივი სმუზებისა და გამაგრილებელი სასმელების მომზადება/გატანა. ** კლუბში მოსული სტუმრების მიღება, ინფორმირება და მაღალი სტანდარტით მომსახურება. ** სამუშაო სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში (მომსახურება, ადმინისტრირება, ბარი/სალარო) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** სავალდებულოა კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი და თავაზიანი მიმართვა სტუმრებისადმი. ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი. ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სალარო აპარატთან მუშაობის ზოგადი ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს პრესტიჟულ სპორტულ კლუბში. ** გრაფიკზე შეთანხმების შესაძლებლობას, ცვლების მიხედვით (I ცვლა: 08:00-17:00 II ცვლა: 17:00-01:00). ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: padeldinamo@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →