← ყველა ვაკანსია

შეფ დე პარტიე

იაკობის ეზო

რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე საკონდიტროში. ძირითადი მოვალეობები: ** მართოს მის დაქვემდებარებაში არსებული სამზარეულოს სექცია. ** უზრუნველყოს კერძების დროული, ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი მომზადება. ** აკონტროლოს კერძების გემო, ვიზუალი, პორციონირება და ტემპერატურა. ** დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სექციის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. ** გადაანაწილოს მოვალეობები კომი შეფებსა და დემი შეფებს შორის. ** უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების სწავლება, ადაპტაცია და პროფესიული განვითარება. ** აკონტროლოს ნედლეულის ხარისხი, რაოდენობა და შენახვის პირობები. ** უზრუნველყოს FIFO (First In, First Out) და FEFO (First Expired, First Out) პრინციპების დაცვა. ** აკონტროლოს პროდუქციის დანაკარგები და უზრუნველყოს ნედლეულის ეფექტური გამოყენება. ** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში და მარაგების კონტროლში. ** დროულად აცნობოს ხელმძღვანელს პროდუქციის დეფიციტის ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. ** დაიცვას HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავე. ** ითანამშრომლოს სამზარეულოსა და რესტორნის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად. პასუხისმგებლობები: ** სექციის მუშაობის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებაზე. ** კერძების ხარისხის, სტანდარტებისა და პრეზენტაციის დაცვაზე. ** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლზე. ** პროდუქციის რაციონალურ გამოყენებასა და დანაკარგების შემცირებაზე. ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის მოთხოვნების შესრულებაზე. ** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებაზე. აუცილებელი უნარები: ** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები. ** გუნდის მართვის გამოცდილება. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** დროის მართვის უნარი. ** კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი. ** პროფესიული ეთიკისა და დისციპლინის დაცვა. სამუშაო პირობები: ** ცვლებში მუშაობა, მათ შორის შაბათ-კვირასა და ოფიციალურ დასვენების დღეებში საჭიროების შემთხვევაში. ** სასტუმროს უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის სტანდარტების სავალდებულო დაცვა. ** შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესების სრული დაცვა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო" გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

განაცხადის გაგზავნა →