ოფისის დიასახლისი
Georgia Green Home
Georgia Green Home აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-18:30, ორსაათიანი შესვენებით
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიცია: ოფისის დიასახლისი
ენები: ქართული, ინგლისური
ვეძებთ პასუხისმგებელ, მოწესრიგებულ და სანდო თანამშრომელს ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
** სამუშაო სივრცეების, სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება;
** ნაგვის დროული გატანა;
** სამზარეულოსა და საყოფაცხოვრებო ნივთების სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება;
** დღის განმავლობაში ოფისში სისუფთავის შენარჩუნება;
** კომპანიის შიდა წესებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სალაპარაკო ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და წესრიგისადმი ყურადღება;
** პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ხუთდღიან სამუშაო კვირას;
** დროულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 593206010
საკონტაქტო: natiamerabishvili@ggh.ge