← ყველა ვაკანსია

დისპეჩერი

Routestar · საქართველოს მაშტაბით

ROUTESTAR LLC აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე. ROUTESTAR LLC უკვე 6 წელია ამერიკულ ლოჯისტიკურ ბაზარზე მუშაობს და ჩვენი გუნდი ყოველდღიურად თანამშრომლობს აშშ-ში მოქმედ სატვირთო გადამზიდავ კომპანიებთან. თუ გაინტერესებს ლოჯისტიკის სფერო, გსურს საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა და ეძებ დისტანციურ სამსახურს კონკურენტული გამომუშავების შესაძლებლობით — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში! სამუშაო პირობები პოზიცია: დისპეჩერისამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური — სახლიდანსამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევისამუშაო საათები: 16:00–02:00 ანაზღაურება — გამომუშავებით შენი შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული შენს შედეგებზე. გვაქვს ბონუსური სისტემა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაზარდო შენი შემოსავალი. რას გააკეთებ? თითოეულ დისპეჩერს ჩაბარებული აქვს გარკვეული რაოდენობის სატვირთო მანქანა, რომლისთვისაც შესაბამისი ტვირთის მოძიება და დატვირთვის უზრუნველყოფა ევალება. ტვირთების მოძიება ხდება სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, რაც მოითხოვს მაღალ ყურადღებას, სისწრაფესა და დეტალებზე ორიენტირებულობას. სამუშაო პროცესში მოგიწევს სხვადასხვა ამერიკულ კომპანიასთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება ელფოსტისა და ტელეფონის საშუალებით, რათა მოიპოვო შესაბამისი ტვირთი შენთვის ჩაბარებული სატვირთო მანქანებისთვის. გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კანდიდატებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც არის: პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;ყურადღებიანი დეტალების მიმართ;კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარით;მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;პასუხისმგებლიანი და სტაბილური სამუშაო პროცესის მიმართ. აუცილებელი მოთხოვნები ინგლისური ენა — C1 დონე;რუსული ენა — მინიმუმ B1 დონე;კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ;საღამოს/ღამის სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციის შესაძლებლობა. თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი ROUTESTAR -ის გუნდში. CV გამოგზავნე: info@routestarllc.com

განაცხადის გაგზავნა →