ბრენდის კონსულტანტი
ძველი სუფრა · თბილისი
„ძველი სუფრა“ ეძებს ბრენდის კონსულტანტს, რომელიც თბილისი მოლის სტენდზე ჩვენს სტუმრებს გააცნობს თითოეული პროდუქტის შექმნის ისტორიასა და ღირებულებას.
ლოკაცია: თბილისი მოლი
ვის ვეძებთ?
თუ გიყვარს ქართული კულტურა, ტრადიციები, ესთეტიკა და გსურს გახდე ბრენდის ნაწილი, რომელიც ქართულ სუფრასა და ორნამენტებს თანამედროვე ცხოვრებაში აცოცხლებს — ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
ბრენდის წარდგენა: სტუმრებისთვის „ძველი სუფრის“ ისტორიის, ორნამენტების მნიშვნელობისა და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა.კონსულტაცია და გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, საჩუქრებისა თუ ინტერიერის დეკორის შერჩევაში დახმარება.სტენდის ვიზუალური მართვა: პროდუქციის ესთეტიკურად განლაგება და სისუფთავის შენარჩუნება.მარაგების კონტროლი: პროდუქციის ნაშთების თვალყურის დევნება და მენეჯერთან კომუნიკაცია.სალარო ოპერაციები: გადახდების მიღება და პროგრამული აღრიცხვა.
რა თვისებები და უნარები გჭირდება?
კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება (ქართულ ენაზე).ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციისთვის).პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.ესთეტიკის აღქმა და ინტერესი დიზაინისა/კულტურის მიმართ.სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მზაობა
რას გთავაზობთ ჩვენ?
ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების 2% + ბონუსი გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე. გარანტირებული მინიმალური 900 ლარი.მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთანხმებადი ცვლები).ტრენინგი და სწავლება: დეტალურად გაგაცნობთ ბრენდის ისტორიას, პროდუქციის შექმნის ტექნოლოგიასა და გაყიდვების ტექნიკებს.მეგობრული გარემო და განვითარების შესაძლებლობა მზარდ ქართულ ბრენდში.
როგორ მოგვაწოდო განაცხადი?
გამოგვიგზავნე შენი CV / რეზიუმე ელ-ფოსტაზე: contact@oldsupra.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითე: „კონსულტანტი - თბილისი მოლი“.