ანგარიშების იტალიურენოვანი მენეჯერი
გლობალ ასისტენს ჯორჯია · თბილისი
შეუერთდი Global Assistance Georgia-ს გუნდს, როგორც ანგარიშების იტალიურენოვანი მენეჯერი.
Global Assistance Georgia ამერიკული კომპანიის ნაწილია, რომელიც ევროპაში №1 პოზიციას იკავებს და წარმოდგენილია 11 ქვეყანაში - 18 ოფისითა და 196-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენ ვვითარდებით და ვეძებთ მომავალ ფრანგულენოვან ანგარიშის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიურ გუნდს საერთაშორისო პერსპექტივით.
რა გვჭირდება:
ლიდერული და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;პროაქტიულობა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლიენტებთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა;განვითარების სურვილი;იტალიურ ენაზე გამართული კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;კომპიუტერისა და სტანდარტული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის პროგრამაში მუშაობა, ძირითადი ანგარიშების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია პროცესის ეტაპების შესახებ;კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;პროცესის ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი და იურისტების დროული ინფორმირება
რას გთავაზობთ:
ოფიციალურ დასაქმებას, სტაბილურობასა და დროულ ანაზღაურებას: 1900 ლარი თვეში;ჯანმრთელობის დაზღვევა;ანაზღაურებადი შვებულებას: 24 კალენდარული დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად);კორპორატიულ ტელეფონს, სრულად აღჭურვილ სამუშაო სივრცესა და კომფორტულ სამუშაო გარემოს;პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სწრაფად მზარდ საერთაშორისო ჯგუფში;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება)
პარასკევი 10:00 - 16:00
მარტივი და გამჭირვალე შერჩევის პროცესი:
რეზიუმეს განხილვა;გასაუბრება - ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;ფინალური გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
გამოგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: globalassistancegeorgia@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იტალიურენოვანი ანგარიშის მენეჯერი"