← ყველა ვაკანსია

ექსპორტ მენეჯერი

ბერიკა · თბილისი

ბერიკა აცხაედბს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის არსებულ საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;უცხოელ (პოტენციურ და არსებულ) კლიენტებთან კომუნიკაცია, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების მომზადება/გაფორმება;შეკვეთების დაგეგმვა, კონტროლი და კოორდინაცია ლოგისტიკურ კომპანიებთან, მიწოდების ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად;საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (ინვოისები, პაკინგ-ლისტები, წარმოშობის სერტიფიკატები და სხვა თანდართული დოკუმენტაცია);კლიენტებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრეტენზიების ოპერატიული განხილვა და მოგვარება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სფეროში);რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა. პიროვნული უნარები: მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;შედეგზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;საერთაშორისო ბიზნესგარემოსთან ადაპტაციის უნარი;დეტალებზე ორიენტაცია, განსაკუთრებით საექსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობისას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: berika.wine@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →