ექიმის ასისტენტი გინეკოლოგიის დეპარტამენტში
თოდუას კლინიკა · თბილისი
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე გინეკოლოგიის დეპარტამენტში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;სასურველია ექთნად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ტექსტის სწრაფად და ზუსტად აკრეფის უნარი;კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დახმარება სამედიცინო მანიპულაციების დროს, მათ შორის შესაბამისი სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მასალების მიწოდება.გინეკოლოგის დახმარება პაციენტების მიღების პროცესში, მათ შორის სამედიცინო ფორმებისა და დოკუმენტაციის კომპიუტერში ოპერატიულად შევსება.
დამატებითი ინფორმაცია:სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);მისამართი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. 10
დამატებითი სარგებელიTodua Cares- უფასო სამედიცინო მომსახურება;FitPass;ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;სადღესასწაულო ფინანსური ვაუჩერები წელიწადში ორჯერ;სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@toduaclinic.geვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SwI5Urre
ელფოსტის სათაური: ექიმის ასისტენტი (ექთანი) — გინეკოლოგიის დეპარტამენტი