← ყველა ვაკანსია

დიჯითალ ოპერატორი

თიბისი · ახალციხე

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე- დიჯითალ ოპერატორი - ახალციხე ადგილმდებარეობა: ახალციხე, იუსტიციის სახლი მოქმედების ვადა: 19/10/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერა გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა?გინდა იმუშაო ძლიერ ბრენდში, სადაც შენს განვითარებას რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში. გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი! რას გააკეთებ ყოველდღიურად? არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებსგაუწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებშიდაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებდააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს რას გთავაზობთ თიბისი? ფინანსურ სარგებელს ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსიმოქნილი სამუშაო გრაფიკი განვითარებას და კარიერულ ზრდას 2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზესაერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება დამატებით ბენეფიტებს ჯანმრთელობის დაზღვევასპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვისბრენდ მაღაზიაფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარებახარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებულიგინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორშიგაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისებიგაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა ლოკაცია: იუსტიციის სახლი. დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CggHL

განაცხადის გაგზავნა →