← ყველა ვაკანსია

შესყიდვებისა და სტრატეგიული უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

ორკინი

„ორკინი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და სტრატეგიული უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე კომერციული მომსახურების დარგში.  შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).პირობები და სხვა დეტალები: გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთიმისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (ვაჟა-ფშაველას მეტროდან 2 წუთის სავალზე)ანაზღაურება: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებითროლი და პასუხისმგებლობები:შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი (შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასთა შედარება; შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი, ბუღალტერიასთან შეთანხმებული ფორმატით დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდება)კომპანიის შიდა პროგრამაში ახალი პროდუქციის დარეგისტრირებამარაგების მართვა და პროგნოზირება; ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია წელიწადში 1-ჯერმანქანის გაყიდვისთვის მოსამზადებელი პროცედურები, როგორიც არის ჯი პი ეს-ის მოხსნა, სტიკერების მოშორების უზრუნველყოფა, დაზღვევის გაუქმებამანქანის შესყიდვის შემდგომი უზრუნველყოფის საკითხები, როგორიც არის დაზღვევა, გასტიკერება, ჯიპიესის დამონტაჟება, პარკირების კამერის დაყენებამანქანების პერიოდული გასტიკერება საჭიროებისამებრკომპანიის საჭიროებისამებრ საოპერაციო ლიზინგის გაფორმებასეზონურობის მიხედვით უნიფორმის რეპორტების განახლება; ზომების გამოკითხვა, რეპორტის აწყობა, შეკვეთის გაცემა/მიღებალოჯისტიკა და იმპორტი (ტრანსპორტირების, საბაჟო და იმპორტის პროცესების მართვა; საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისწორისა და დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებლობა)საჭიროებისამებ შიდა ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და მართვაკომპანიის საჭიროებების მიხევით დაზღვევებზე მუშაობა, საუკეთესო შეთავაზებების მოპოვება, შედარება, ხელშეკრულების გაფორმება და ვადის გასვლის კონტროლიქიმიკატების ნუსხის წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება, შენახვა და გაზიარება შესაბამის დეპარტამენტებთანახალი პროდუქტების საჭიროებისამებრ რეგისტრაციის პროცესის მართვა;საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით; საოფისე-ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილებამრავალფეროვანი სამუშაო პროცესების მართვის უნარიაუცილებელია წერილობითი და ზეპირი კორესპონდენციის კარგი უნარისასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნაპიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!ინტერესი, ინიციატივა და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი;უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარიუნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებსკანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურსსაჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნებადეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისადაუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

განაცხადის გაგზავნა →