უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
ჯეოსთილი · რუსთავი
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: რუსთავი, დ. გარეჯის #36;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00.
ვალდებულებები:
** კამერების მუდმივი მეთვალყურეობა: ობიექტის პერიმეტრის, შიდა სივრცეებისა და კრიტიკული წერტილების უწყვეტი ვიდეომონიტორინგი რეალურ დროში;
** საეჭვო აქტივობების იდენტიფიცირება: არასანქცირებული შეღწევის, ქურდობის, ვანდალიზმის ან სხვა სამართალდარღვევის ნიშნების დროული შემჩნევა;
** რისკების შეფასება;
** რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.