← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

Eleve11 · ბათუმი

"Lamborghini"-ს პროდუქციის ოფიციალური დილერი კომპანია - "Eleven 11 ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ბათუმის შოუ რუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს "Lamborghini"-ს მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს და აქსესუარებს. ჩვენი კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, ყოველ დღე 10-დან 20 სთ-მდე; ** ხელფასი: ფიქსირებული და ბონუსები გაყიდვებიდან; ** კომპანია ასევე ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-ს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები/თვისებები: ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** მომსახურების ხარისხზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობის უნარი. მოვალეობები: ** ბრენდის და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; ** არსებული და პოტენციური პარტნიორი ობიექტების მომსახურება; ** სალაროსთან და გაყიდვების პროგრამასთან მუშაობა; ** სალაროს წარმოება და კონტროლი, თანხის დაანგარიშება; ** შოურუმის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი. შერჩევის ეტაპები: ** გასაუბრება; ** გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.revazishvili@elevengroup.ge 2026 წლის 25 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →