← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული კურსი

DoSocial.ge

"DoSocial.ge" 8 წელზე მეტია მართავს კომპანიების სოციალურ მედიას და გიწვევთ სოციალური მედიის მართვის (SMM) პრაქტიკულ კურსზე / ტრენინგზე. ვასწავლით ზუსტად იმას, რასაც თვითონ ვაკეთებთ ყოველდღე - რეალური კლიენტებისთვის. ტრენინგი განკუთვნილია: ** სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული უნარის შეძენა; ** მათთვის, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმება; ** ფრილანსერებისთვის (Upwork, LinkedIn, Fiverr); ** ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სოციალური მედიის მართვა. წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. ტრენინგის პროგრამა: კვირა 1 - სოციალური მედია ბიზნესში ** რა არის SMM და რატომ სჭირდება ბიზნესს; ** Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn - მიმოხილვა; ** სააგენტოს სამუშაო პროცესი შიგნიდან; ** კარიერული გზები - ადგილობრივი და საერთაშორისო. კვირა 2 - სტრატეგია და კონტენტი ** სამიზნე აუდიტორიის კვლევა და პერსონა; ** კონტენტ სტრატეგია და კალენდარი; ** Copywriting სოციალური მედიისთვის; ** Canva - ვიზუალი პროფესიონალურ დონეზე. კვირა 3 - რეკლამა და ტარგეტინგი ** Meta Business Manager - სრული სეტაპი; ** Facebook და Instagram რეკლამის ფორმატები; ** ტარგეტინგი, Pixel, Custom Audiences; ** რეალური კამპანიის შექმნა - ლაივ სესია. კვირა 4 - შედეგები, კლიენტი და კარიერა ** ანალიტიკა და რეპორტინგი; ** კლიენტების მოძიება Upwork-სა და LinkedIn-ზე; ** საბოლოო პროექტი; ** სერტიფიკატის გადაცემა. ტრენინგის შესახებ: ** ხანგრძლივობა: 4 კვირა, 8 გაკვეთილი (კვირაში 2 გაკვეთილი, თითო 1-1.5 საათი); ** ფორმატი: ონლაინ (Zoom / Google Meet), საღამოს საათებში; ** ჯგუფში მაქსიმუმ 15 მონაწილე; ** ყოველ გაკვეთილს ახლავს პრაქტიკული დავალება; ** გაკვეთილების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მონაწილეებისთვის; ** დასრულებისას გაიცემა "DoSocial.ge"-ის სერტიფიკატი; ** წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას კომპანიაში; ** ტრენინგი იწყება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე. ღირებულება: 450 ლარი (გადახდა ბარათით ან საბანკო გადარიცხვით). კურსის / ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ფასიანი სტაჟირება კომპანიაში. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: https://dosocial.ge/course/ კონტაქტი: ელფოსტა: hi@dosocial.ge; ტელ.: 555 44 05 11.

განაცხადის გაგზავნა →