← ყველა ვაკანსია

ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი

საქაერონავიგაცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში, ბრიფინგ-ნოტამ ოფიცრის პოზიციაზე. თბილისი - 5 ვაკანსია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ქართული ენის ცოდნა ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. პიროვნული მოთხოვნები: ** გუნდური მუშაობისა უნარი; ** ინტენსიურ სამუშაო გარემოსთან შეგუების უნარი; ** ურთიერთობების კარგად წარმართვის უნარი; ** დეტალებისადმი ყურადღების უნარი; ** შეუპოვრობა და კონცენტრაციის უნარი; ** სტრესისადმი მდგრადობა; ძირითადი მოვალეობები: ** ფრენის გეგმის მიღება, შემოწმება, გავრცელება; ** ფრენის გეგმასთან დაკავშირებული შეტყობინებებთან მუშაობა; ** საფრენოსნო ეკიპაჟის ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა (PIB, ზეპირი ბრიფინგი) და ფრენის შემდგომი ინფორმაციის მიღება; ** სააერნაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიღება, შემოწმება, TAM -შეტყობინებების სახით (NOTAM, SNOWTAM, ASHTAM) გავრცელება; ** დინამიური მონაცემების ლოკალური ბაზის წარმართვა მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2026 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური - ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი". ტესტირებისა და გასაუბრებისა ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

განაცხადის გაგზავნა →