← ყველა ვაკანსია

Doctor

Tbc Insurance · ბათუმი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი;განაკვეთი: ნახევარი. შენი, როგორც ოჯახის ექიმის მთავარი ფუნქციები იქნება: პაციენტის კონსულტირება ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტის გათვალისწინებით;სრულყოფილი ანამნეზის შეკრება და მიზეს-შედეგობრივი კავშირების დადგენა;სწორი პროგნოზისა და რეკომენდაციების დაფიქსირება;სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და სათანადო მონაცემების შეყვანა ელეტრონულ ბაზაში;ქრ. დაავადებების მიმდინარეობის მეთვალყურეობა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, პაცინეტების ვიზიტის შემდგომი მოკითხვა;სამედიცინო ჩანაწერის დაფიქსირება შიდა პროგრამაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სერტიფიკატი სპეციალობაში საოჯახო მედიცინასასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ ჩვენიანს:პასუხიმგებლიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს. დაგახვედრებთ:საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →