← ყველა ვაკანსია

ექიმი რადიოლოგი/ექოსკოპისტი

ენმედიცი

კლინიკა "ენმედიცი" იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმ-რადიოლოგს (ექოსკოპისტს) პროფესიულ გუნდში შემოერთებისთვის. ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება; ** ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ორგანოების, შარდსასქესო სისტემისა და სხვა ორგანოების ექოსკოპიური კვლევების ჩატარება; ** კვლევის შედეგების შეფასება და ზუსტი, დასაბუთებული სამედიცინო დასკვნების მომზადება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** პაციენტებთან პროფესიული კომუნიკაცია და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი სამედიცინო განათლება და პოზიციისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი კვალიფიკაცია; ** ულტრაბგერითი კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი, კლინიკურად დასაბუთებული დასკვნების მომზადების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №3ა; ** ანაზღაურება: 140 ლარი თითო სამუშაო დღეზე; ** სამუშაო საათები: 10:00-16:00. სამუშაო გრაფიკი - მოქნილი! ** შესაძლებელია მუშაობა კვირის ცალკეულ დღეებში, წინასწარი შეთანხმებით; ** შესაძლებელია სრული სამუშაო გრაფიკით დასაქმებაც; ** სამუშაო დღეები და თანამშრომლობის პირობები შეთანხმდება კანდიდატთან ინდივიდუალურად. განვიხილავთ როგორც სრულ გრაფიკზე მუშაობის მსურველ, ისე ექიმებს, რომლებსაც კვირაში რამდენიმე დღის გამოყოფა შეუძლიათ. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@enmedic.com ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ექიმი რადიოლოგი (ექოსკოპისტი) - ბათუმი". შემოგვიერთდით კლინიკა "ენმედიცის" გუნდში!

განაცხადის გაგზავნა →