გაყიდვების მენეჯერი
ბილდერზი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბილდერზი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ბაზრის დეტალური ანალიზი და გაყიდვების ტაქტიკის შემუშავება;
** გაყიდვების ახალი შესაძლებლობების დროული იდენტიფიკაცია;
** სხვადასხვა აქციებისა თუ ერთობლივი პროექტების მოფიქრება;
** სატელეფონო ზარების პასუხი და სოციალური მედიის მართვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების პროცესის მართვა;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** უძრავი ქონების ბაზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;
** გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი.
თუ თვლით, რომ ხართ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების მქონე პირი გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე george.arveladze@unicorp.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.