მოლარე-რეგისტრატორი
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: მოლარე-რეგისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების რეგისტრაცია და პირადი მონაცემების სწორად ასახვა ელექტრონულ სისტემაში;
** პაციენტების ვიზიტების დაგეგმვა, ჩაწერა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება და სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** სალარო დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ნაშთის კონტროლი;
** პაციენტებისთვის მომსახურების ღირებულების, გადახდის პირობებისა და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ექიმებთან, სამედიცინო პერსონალსა და კლინიკის სხვა ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** პაციენტთა პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** პაციენტებისთვის თავაზიანი, ყურადღებიანი და პროფესიული მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო დაწესებულებაში მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** SoffMedic-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების კულტურა.
პიროვნული კომპეტენციები:
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კეთილგანწყობა და ემპათია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** ეთიკური ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ დასაქმებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** შრომის ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შესაბამისი პოზიციის მითითებით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@ivfggrc.com
ან დაგვიკავშირდით ნომ: 555 754 030
GGRC — პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და პროფესიული განვითარება.