აღმზრდელის ასისტენტი
საბავშვო ბაღი Lego City · ბათუმი
საბავშვო ბაღი "Lego city" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.
აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი - 1000 ლარი
საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ბათუმი, გორგასალი 159.
ფუნქცია-მოვალეობები:
** აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
** აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
** აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
** კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
** სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
** ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
** რუსული ენის ცოდნა;
** პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;
** სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** რუსული ენის თავისუფლად ფლობა;
** კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
** რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მზრუნველობა;
** ყურადღებიანობა;
** დაკვირვებულობა.
საკონტაქტო ნომერი: 555165485