შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ბეგიგროს გრუპ
შპს "ბეგიგროს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი / სამშენებლო ობიექტი
სამუშაო ადგილი: საქართველო, გურამიშვილის #39
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვეძებთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების შესრულებას გააკონტროლებს და დაეხმარება გუნდს სამუშაოების უსაფრთხოდ ორგანიზებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე ყოველდღიური უსაფრთხოების შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის კონტროლი
** სამუშაოების დაწყებამდე რისკების შეფასება და უსაფრთხოების ზომების განსაზღვრა
** თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების ინსტრუქტაჟის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
** სიმაღლეზე მუშაობის, ამწე ტექნიკის, ელექტრო მოწყობილობებისა და სამშენებლო მექანიზმების უსაფრთხო გამოყენების კონტროლი
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შემოწმება
** უსაფრთხოების დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და ანგარიშების წარმოება
** ინციდენტების მოკვლევაში მონაწილეობა და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზება
** პროექტის მენეჯერთან და სამუშაოთა მწარმოებელთან ყოველდღიური კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, შრომის უსაფრთხოების მოქმედი მოთხოვნებისა და სამშენებლო სამუშაოების რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
საკონტაქტო: begigrosgroup@gmail.com