პროექტის მენეჯერი - ქარის ტურბინების სამშენებლო პროექტი
ბეგიგროს გრუპ
შპს "ბეგიგროს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას: პროექტის მენეჯერი - ქარის ტურბინების სამშენებლო პროექტი
სამუშაო ადგილი: საქართველო, გურამიშვილის #39
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვეძებთ პროექტის მენეჯერს ქარის ტურბინების სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად და სამართავად. პოზიცია მოიცავს სამუშაოების გრაფიკის, რესურსების, ხარისხისა და ბიუჯეტის ყოველდღიურ კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სამუშაო გეგმისა და შესრულების გრაფიკის მომზადება და მართვა.
** სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის მიწის სამუშაოებისა და ტურბინების საძირკვლების მოწყობის კოორდინაცია.
** პროექტის ნახაზების ტექნიკური მოთხოვნებისა და მოცულობებზე დროული რეაგირება.
** სამუშაო ძალის, ტექნიკის, მასალებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის დაგეგმვა.
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ვადების ხარისხისა და ხარჯების კონტროლი.
** დამკვეთთან, ზედამხედველთან, პროექტანტებთან და ობიექტის გუნდთან კომუნიკაცია.
** ტექნიკური საკითხების, ცვლილებებისა და შეფერხებების აღრიცხვა და გადაწყვეტის ორგანიზება.
** შესრულების ანგარიშებისა და სამუშაოების ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია.
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან ერთად სამუშაოების უსაფრთხო შესრულების უზრუნველყოფა.
საკონტაქტო: begigrosgroup@gmail.com