ადმინისტრატორი
ლოტუსი
ტაქსოპარკი "ლოტუსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია და საკითხების დროული მოგვარება.
ძირითადი მოვალეობები:
** მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო საკითხებში დახმარება;
** სამუშაო პროცესების კოორდინაცია კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან;
** მძღოლებისთვის კომპანიის წესებისა და სიახლეების გაცნობა;
** სამუშაო განრიგისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
** მიმდინარე საკითხების აღრიცხვა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება, ყოველდღიური ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის, ცოდნა;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემურ სიტუაციებში მშვიდი და საქმიანი მოქმედება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
** კვირა: დასვენება;
** ანაზღაურება: 1800 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: business-support@ltdlottus.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრატორი".