← ყველა ვაკანსია

ქოლცენტრის ოპერატორი

სფეის კარგო · გლდანი

კომპანია "სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სფეის კარგო არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიდან. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი; ** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** შესაბამისი საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება; ** გადამისამართებული საკითხების შემდგომი მონიტორინგი; ** მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაცია; ** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი: 14:00-21:00; ** შაბათი: 11:00-17:00; ** თვეში 2 შაბათი სამუშაო, 2 შაბათი — დასვენება; ** შესვენება — 1 საათი. სამუშაო ადგილი:თბილისი, გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის N8. ანაზღაურება:საწყისი ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს. თანამშრომლის სამუშაო შედეგების, პასუხისმგებლობისა და განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა: ** 3 თვის შემდეგ — 1 000 ლარი ** მომდევნო 3 თვის შემდეგ — 1 200 ლარი. კომპანია გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს; ** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** ლოგისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge მნიშვნელოვანია: ელ.ფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". სხვა სათაურით გამოგზავნილი განაცხადის იდენტიფიცირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →