← ყველა ვაკანსია

ექიმი-ლაბორანტი

სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი

შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ილორის ქ. N14 სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის; ** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციისა და პროტოკოლების შესაბამისად; ** კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ელექტრონულად ან ბეჭდურ ფორმატში; ** ლაბორატორიული აღჭურვილობის, აპარატურისა და ანალიტიკური სისტემების ყოველდღიური შემოწმება; ** ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით; ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →