ტექნიკოსი ლაბორანტი
სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი
შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი ლაბორანტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ილორის ქ. N14
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის;
** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ბეჭდურ ფორმატში;
** სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ლაბორატორიული სივრცის სისუფთავისა და სტერილურობის უზრუნველყოფა;
** ნარჩენების უსაფრთხო გატანა და სეპარაცია;
** ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი და/ან საშუალო სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: info@mca.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.