← ყველა ვაკანსია

მიმტანი

ბონკაფე

ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მიმტანის პოზიციაზე. "ბონკაფე" წარმოადგენს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს: პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს, ცივ და ცხელ სასმელებს. მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე". პირობები: ** ანაზღაურება: 1300-დან (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი ** დასვენება: 5/2 (8-საათიანი სამუშაო გრაფიკი) ან 6/1 (6.5-საათიანი სამუშაო გრაფიკი) ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ** კადრების ტრანსპორტირებას. ** თანამშრომლებისთვის 50%-იან ფასდაკლებას ნაწარმოებ პროდუქციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა. ** სალაროს ოპერაციების შესრულება. ** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება. ** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა. ** სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება. ** შეკვეთის მიღება, შესაბამის სისტემაში დაფიქსირება და დროული მიწოდება. ** მაგიდების სერვირება. ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა. ** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა. ** მაღალი პასუხისმგებლობა. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →