სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი
მეპ სოლუშენსი · თბილისი, აბასთუმანი
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ემ-ი-პი სოლუშენს" ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ-სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.
კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი/აბასთუმანი
ანაზღაურება: 5000 ლარიდან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ფორმების, ყოველდღიური/კვირეული/თვიური ანგარიშების წარმოება;
** სამონტაჟო ჯგუფისთვის დავალებების მიცემა;
** კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საინჟინრო სამუშაოების უსაფრთხო, შეუფერხებელი მიმდინარეობის კონტროლი;
** პროექტის საკითხების/პირობების დოკუმენტირება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Word, Excel;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას (როგორც ინდივიდუალურს, ისე საოჯახოს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და "სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!