← ყველა ვაკანსია

უსაფრთხოების მენეჯერი

ჯორჯიან ბეტონ კომპანი

შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია "LAFARGE HOLCIM"-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა, სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი; ** სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება; ** მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება; ** მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება; ** მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი; ** სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი; ** დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება; ** საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა. ** კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა; ** ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა; ** გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება; ** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი) ** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ** თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა. სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ უსაფრთხოების მენეჯერი.

განაცხადის გაგზავნა →