← ყველა ვაკანსია

პოს-ტექნიკოსი

ჯორჯიან ქარდი · თბილისი

გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 3500 ლარამდე! საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ თბილისში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს. თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა. რას გთავაზობთ? შემოსავალს თვეში 3500 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს. რას გააკეთებ? POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ. ვის ვეძებთ? გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი. სამუშაო ადგილი: თბილისი შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით! დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი: gcjobs@gc.ge ტელ: +995 577 71 77 37

განაცხადის გაგზავნა →