← ყველა ვაკანსია

AML/CFT დეპარტამენტის უფროსი

Fast Pay · თბილისი

Fast Pay აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: AML/CFT დეპარტამენტის უფროსი პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანი მართვა, გუნდის მუშაობის ორგანიზება და AML/CFT პროცესების ხარისხის უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და გუნდის მართვა; AML Check-ის პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი; AML/CFT მონიტორინგის სცენარების განხილვა, ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიცირება; საჭიროების შემთხვევაში, რთული და არასტანდარტული შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; AML/CFT პროცესებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი გაუმჯობესების ინიცირება; დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან AML/CFT საკითხებზე თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: AML/CFT, Compliance ან ფინანსურ სექტორში შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; AML/CFT კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების კარგი ცოდნა; AML მონიტორინგისა და რისკების შეფასების პროცესების ცოდნა; ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარები; გუნდის მართვისა და რთული შემთხვევების ანალიზის უნარი/გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, მეგობრულ გარემოში;განვითარდეთ და მოახდინოთ თვითრეალიზაცია; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@fastpay.ge შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →