← ყველა ვაკანსია

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი / შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი

გერგილი · საქართველოს მაშტაბით, თბილისი

გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და შრომის უსაფრთხოების სტაჟიორის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით) სამუშაო გრაფიკი: სრული შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი: მოთხოვნები: სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;სასურველია 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.სასურველია ინგლისური ენის (B 1 – B 2 დონე) ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა;აუცილებელია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა. ფუნქციები: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;კანონდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება. შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი: მოთხოვნები: სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის სერტიფიკატი ან დიპლომი ან/და შესაბამის აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა და მისი დასრულების ეტაპზე ყოფნა.სასურველია ინგლისური ენის (B 1 – B 2 დონე) ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა;სასურველია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;აუცილებელია მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა. ფუნქციები: მონაწილეობა მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების შემუშავებაში: შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენების პროცესში მონაწილეობა;შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა, მენტორის/პასუხისმგებელი სპეციალისტის ზედამხედველობით;ობიექტების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა და არსებული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაში დახმარება;რისკების შეფასებისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა;დასაქმებულთა ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;გამოცდილ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად პრაქტიკული დავალებების შესრულება და პროფესიული გამოცდილების მიღება. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი/დიპლომი ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.shavlakadze@gergili.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →