← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

პენსან ჯორჯია · თბილისი

შპს „პენსან ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე. სამუშაო ადგილი: საკანცელარიო და საოფისე ნივთების, სათამაშოების, საახალწლო აქსესუარებისა და სახლის დეკორაციების მაღაზია. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;სალარო ოპერაციების შესრულება;პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება;მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;ყურადღებიანობა და სიზუსტე;გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ნახევარ განაკვეთზე მუშაობას;მეგობრულ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ანაზღაურებასა და სამუშაო გრაფიკს, რომელიც განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე. თუ ხართ კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში! დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@pensan.ge სასურველია, რეზიუმეს თან ახლდეს ფოტოსურათი.

განაცხადის გაგზავნა →