← ყველა ვაკანსია

Senior Baker

Goodwill · Tbilisi

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.  გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: მცხობელების ხელმძღვანელობა და მუშაობის კოორდინაცია;მენიუს დაგეგმვა, განახლება და რეცეპტურების შედგენა;მაღალი ხარისხის საკვების მომზადების პროცესის ზედამხედველობა;ნედლეულის ხარჯვის კონტროლი და მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა;სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები:პურ-ფუნთუშეულის მომზადების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება;პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინ. 1400 ლ+ ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: საბურთალო;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →