← ყველა ვაკანსია

აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი ფინანსური მიმართულებით

Go-Playgrounds · რუსთავი

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით) სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ანაზღაურება: 1500 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით ** ფინანსური პროცედურებისა და გადახდების მხარდაჭერა და კონტროლი. ** ინვოისების, ხელშეკრულებებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება. ** გასაგზავნი ინვოისების მომზადება; მიღებული ზედნადებებისა და ინვოისების მუდმივი მონიტორინგი rs.ge-სა და შესაბამის დეპარტამენტებთან. ** არსებული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და აღმასრულებელი დირექტორისთვის დროული რეპორტინგი. ** ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. ** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია (საჭიროებისამებრ). ** ხელფასების, გადახდებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და შესაბამისი ტრანზაქციების წარმოება. ** კომპანიის ყოველთვიური და კვარტლური ქეშფლოუს (Cash Flow) მომზადება. ** აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მომზადება. ** აღმასრულებელი დირექტორის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით). ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა). ** საბაზისო ცოდნა საბუღალტრო პრინციპების შესახებ. ** ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით). რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →