პრომო-კონსულტანტი
მარშე
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 სთ (11:00-20:00)
დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
ანაზღაურება: 1200 ₾
ადგილმდებარეობა: დიდი დიღმის გუდვილის ფილიალი
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი წარმოდგენა და მომხმარებლების კონსულტაცია;
** ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირება (პრომო აქტივობების, დეგუსტაციებისა და შეთავაზებების გზით);
** პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება, ვიზუალური სტანდარტების დაცვა და SKU-ების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის რეკომენდაცია;
** POS მასალების (პლაკატები, სტიკერები, სტენდები და ა.შ.) მონტაჟი და მოწესრიგება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის დროული მიწოდება;
** კონკურენტული პროდუქციისა და აქტივობების მონიტორინგი;
** ყოველდღიური/კვირეული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".