← ყველა ვაკანსია

ხარისხის კონტროლერის მენეჯერი

პრემიუმ მედსერვისი

კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ფუნქცია-მოვალეობები: ** ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი; ** ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა; ** აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება; ** შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; ** ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება; ** ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება; ** კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები); ** ცვლილებების მონიტორინგი; ** სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ** და სხვ. პიროვნული კომპენტეციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** გუნდური მუშაობის უნარი. ** კომპიუტერული უნარი. პირობები: ** ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე) ** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: tatishvilimerabi@gmail.com ან დარეკოთ ამ ნომერზე 599610094. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →